ასოციაციის შესახებ

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია

სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში თუ მოიძიებთ სიტყვას - ნავტე - იგი განმარტებულია, როგორც „მენავეთ გამრიგებელი“, რაც თავისი შინაარსით დღევანდელ საექსპედიტორო კომპანიების საქმიანობას შეიძლება შევადაროთ.


სწორედ ამიტომაც ჩვენი ასოციაციის დაარსებისას (1997 წლის 26 ივნისი) მის ელექტრონულ მისამართად - afg@afg-navte.ge - ეს სახელწოდება იქნა არჩეული. ასე, რომ დღევანდელი ეკონომიკის ერთ–ერთი ძირითადი დარგის, ტრანსპორტის მამოძრავებელი საექსპედიტორო საქმიანობის პირველი ნიშნები საქართველოში ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში არსებობდა.


საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია (სეა) დაარსდა 1997 წლის 26 ივნისს.

ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) ნამდვილი წევრია 1997 წლის 1 ოქტომბრიდან. ასოციაცია წარმოადგენს საზოგადოებრივ არასახელმწიფო, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც არ ისახავს მიზნად სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ შეუძლია განახორციელოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა, რომლის შედეგად მიღებული მოგება არ ნაწილდება ასოციაციის წევრებს შორის და მოხმარდება მხოლოდ ასოციაციის სამდივნოს ფუნქციონირებას. იგი ფლობს ქონებას, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო ანგარიში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, უფლება აქვს იყოს მოპასუხე და მოსარჩლე სასამართლოში.