ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა
საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) წევრი 1997 წლიდან

AFG

ასოციაციის საქმიანობა

ASSOCIATION OF FREIGHT FORWARDERS OF GEORGIA
ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და სხვა იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ასოციაციის წევრებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა ანტიმონოპოლიური საქმიანობის თვალსაზრისით;
სატრანსპორტო–საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის ამაღლება, გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდა, დარგის განვითარებისათვის ზრუნვა;
ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIATA), საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC),მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა (WCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ასოციაციის ნამდვილ წევრების FIATA–ში გაწევრიანება;
სატრანსპორტო–საექსპედიტორო საქმიანობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში აქტიური მონაწილეობა, მის საერთაშორისო ნორმებთან და კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
FIATA–ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტული დოკუმენტაციის საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა;
ასოციაციის წევრებსა და საზღვარგარეთელ პარტნიორებს შორის ურთიერთკავშირების დამყარებაში ხელშეწყობა შემდგომი მათი ინტეგრაციის მიზნით;
სატრანსპორტო–საექსპედიტორო ინდუსტრიის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაცია საზოგადოებრივ ურთიერთობათა მეშვეობით;
დარგის სპეციალური პუბლიკაციებისა და ლიტერატურის გამოცემა;
სატრანსპორტო–საექსპედიტორო სფეროში დაკავებულ ორგანიზაციათა (საწარმოთა) ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზაცია.
AFG

ასოციაციის წევრები

ASSOCIATION OF FREIGHT FORWARDERS OF GEORGIA
AFG

საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია

(+995 32) 294-08-27

ტელეფონი

თბილისი 0180, ალ.ყაზბეგის 12ა მე-2 სართული, ოთახი 18/20

მისამართი

(+995 32) 294-08-27

afg@afg-navte.ge