ინფორმაცია

სატრანსპორტო–საექსპედიტორო საქმიანობის მრავალმხრივი შეთანხმების სია
მთავარი | ინფორმაცია & სიახლეები

მრავლმხრივი შეთანხმებების სია

1. 1975 წლის 14 ნოემბრის ტირის საბაჟო კონვენცია МДП -ს წიგნაკის გამოყენებით. (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 24 სექტემბერი);
2. 1949 წლის 19 სექტემბერი კონვენცია საგზაო მოძრაობის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 23 ივლისი);
3. 1996 წლის 13 მაისის ხელშეკრულება საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქმენეთსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1996 წლის 13 მაისი);
4. 1975 წლის 15 ნოემბრის საერთაშორისო ავტომაგისტრალების ევროპის შეთანხმება. ჟენევა. (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1995 წლის 28 ნოემბერი);
5. 1996 წლის 13 მაისის შეთანხმება თურქმენეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სატრანზიტო გადაზიდვების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1996 წლის 13 მაისი);
6. 1991 წლის 1 თებერვლის ევროპის შეთანხმება კომბინირებული გადაზიდვების შესახებ, ჟენევა. (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 28 თებერვალი);
7. 1971 წლის 1 სექტემბრის შეთანხმება მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 30 ნოემბერი);
8. 1998 წლის 8 სექტემბრის ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებისათვის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 23 მაისი);
9. ჟენევის 1982 წლის 21 ოქტომბრის კონვენცია საზღვარზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების ჰარმონიზაციის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 2 სექტემბერი);
10. ნიუ-იორკის 1965 წლის 8 ივლისის კონვენცია იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 2 ივლისი);
11. ბარსელონას 1921 წლის 20 აპრილის თავისუფალი ტრანზიტის კონვენცია და სტატუტი (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 31 აგვისტო);
12. ჟენევის 1972 წლის კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენცია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 2 დეკემბერი);
13. 1956 წლის 19 მაისის კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულებების შესახებ და მისი 1978 წლის 5 ივლისის ოქმი (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 2 ნოემბერი)
14. 1972 წლის კონვენცია კონტეინერების უსაფრთხოებაზე (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1996 წლის 25 აგვისტო);
15. 1978 წლის კონვენცია ტვირთის ზღვით გადაზიდვის შესახებ. (ჰამბურგის წესები) ( საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1997 წლის 1 აპრილი);
16. 1980 წლის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ. (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1995 წლის 1 სექტემბერი);