ინფორმაცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №260
მთავარი | ინფორმაცია & სიახლეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №260
2011 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი

„ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით ( სსმ 3.01.11. ) დამტკიცებული ინსტრუქციის 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 67. დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება

1. გადასახადის გადამხდელი ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს დანართი №III-20 ფორმის განცხადებით.

2. დღგ-ის განთავისუფლების მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურება მოიცავს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ ამ სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურებას. “ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი