ინფორმაცია :: საქართველოს მთავრობის დადგენილება #414 24.08.2016.
 

ვებგვერდი, 25/08/2016

სარეგისტრაციო კოდი

240090000.10.003.019479

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2016 წლის 24 აგვისტო  ქ. თბილისი

 

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 240090000.10.003.018857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81 

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავება (გახსნა/გადატვირთვა) და ამ ავტომობილების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელმაც, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების დაცვასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს:

ა) მომსახურების მაღალი სტანდარტი:

ა.ა) კეთილმოწყობილი მოსაცდელი დარბაზი, ინტერნეტთან წვდომით (WiFi), სველი წერტილებით (მ.შ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის), მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;

ა.ბ) 24-საათიანი საბანკო მომსახურებისათვის პირობების შექმნა (რამდენიმე ბანკი, ბანკომატები, ელექტრონული ჩარიცხვის აპარატები);

ა.გ) 24-საათიანი საინფორმაციო ცენტრი (სატელეფონო მომსახურებით), კონტეინერების გახსნის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდი (კონტეინერების დამუშავების განრიგის შესახებ ინფორმაციისათვის);

ა.დ) სასურველია საწყობიდან არაუმეტეს 50 მ-ში კვების ობიექტ(ებ)ის არსებობა;

ბ) უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები:

ბ.ა) კონტეინერების დამუშავებისას უსაფრთხოების (როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე ავტომობილების უსაფრთხოება) ნორმების დაცვა;

ბ.ბ) კონტეინერების დამუშავებისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დაცვა გარეშე პირების მოხვედრისაგან;

ბ.გ) ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანა უნდა მოხდეს საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (ავტომობილის მიღება-ჩაბარების ადგილი);

გ) სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა:

გ.ა) ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებული:

გ.ა.ა) გახსნა-დამუშავების მოედანი – ბეტონის საფარით, განათებით, აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით (დამტვირთველი, კონტეინერის ამწეები და ა.შ.) კონტეინერების უსაფრთხოდ და სწრაფად დაცლისათვის, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომლითაც უწყვეტად (დღე-ღამის განმავლობაში) უნდა ფიქსირდებოდეს კონტეინერების დაცლის დეტალური გამოსახულება, საბურავების ჰაერის მიმწოდებელი და აკუმულატორის დამმუხტველი ხელსაწყოებით, მოსაცდელი ოთახით;

გ.ა.ბ) ავტოსადგომი – ბეტონის საფარით, მონიშნული (დახაზული) და დანომრილი დგომის ადგილებით, აღჭურვილი მოედნის ნებისმიერი წერტილის მუდმივი ვიდეოკონტროლით;

გ.ა.გ) დათვალიერების ადგილი – რამდენიმე ათეულ ავტომობილზე გათვლით, გადახურვით, განათებით, აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, საქონლის დასათვალიერებელი მაგიდებით, სასწორებით (500 კგ-იანი და 2 ტ-იანი), საოფისე ოთახით ინტერნეტთან წვდომით, სველი წერტილით;

გ.ა.დ) ავტომობილის მიღება-ჩაბარების ადგილი – იზოლირებული (შემოღობილი) ყველა სხვა ზემოთ აღნიშნული მოედნისაგან, ბეტონის საფარით, აღჭურვილი საბურავების ჰაერის მიმწოდებელი და აკუმულატორის დამმუხტველი ხელსაწყოებით, რამდენიმე დამტვირთველით დაზიანებული ავტომობილის გადასაადგილებლად;

გ.ბ) იზოლირებული, კეთილმოწყობილი სასაწყობე ინფრასტრუქტურა – კონტეინერში ავტომობილთან ერთად განთავსებული საქონლის დასაწყობებისათვის, აღჭურვილი შესაბამისი სათავსებით/სტელაჟებით და ვიდეოკონტროლის სისტემით;

გ.გ) კეთილმოწყობილი საოფისე ფართები – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის (მათ შორის, მოსასვენებელი ოთახები ცვლიანი გრაფიკით მომუშავე პირებისათვის);

დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებთან თანხვედრით, ყველა საჭირო ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ასახვისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებისა (გახსნა/გადატვირთვა) და ავტომობილების დათვალიერების განხორციელების მიზანშეწონილობის ან მასზე უარის თქმის თაობაზე.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. 

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"