ინფორმაცია :: ერთიანი სავაჭრო ქსელი TFS
 
რა არის ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS)?
TFS არის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართული კომპანიების საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სხვადასხვა საოპერაციო პროგრამებს შორის ინფომაციის დროულად და უსაფრთხოდ გაცვლისათვის.
- სისტემის მეშვეობით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა ავტომატურ რეჟიმში.
- ქსელის საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა როგორც კერძო და საჯარო სექტორებს შორის, ასევე უშუალოდ ამ სექტორებს შორის.
-სისტემა ელექტრონულად მიიღებს, გადაამუშავებს და გადაცემს დაინტერესებულ მხარეს საჭირო ინფორმაციას სასურველ ფორმატში.
-TFS ამცირებს ხარჯებს  და დროს , რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვებისათვის სავალდებულო დოკუმენტაციის მოსამზადებლად არის საჭირო, შესაბამისად მცირდება პროცედურების რაოდენობა, ჩქარდება ლოგისტიკისა და ტვირთების განბაჟების პროცესი. 
ფოთის პორტში ჩატარებული კვლევის მიხედვით TFS ყოველწლიურად  ჩაანაცვლებს 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს. ამავე კვლევის მიხედვით ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის მოსალოდნელი წლიური დანაზოგი 4,5 მილიონი ლარია.
სისტემა კომერციული ინფორმაციის კონფინდენციალურობის გარანტიას იძლევა.
TFS საშუალებას აძლევს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ კომპანიებს გაიუმჯობესონ კონკრეტული პოზიცია, რადგან
-მცირდება საბუთების მომზადებისა და ბრუნვის დროს შეცდომების დაშვების ალბათობა;
-ჩქარდება ტვირთის განბაჟების პროცესი;
-ინფორმაციაზე და მონაცემებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას;
-იზრდება ტვირთის მოძრაობაზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა;
-ხელმისაწვდომი ხდება 24 საათიანი სერვისი ნებისმიერი ადგილიდან.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ეტაპობრივად მოიცავდა საერთაშორისო  ვაჭრობასთან დაკავშირებულ უამრავ ბიზნეს პროცესს.
დღეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლა ქაოტურია. TFS დაინტერესებულ მხარეს საჭირო ინფორმაციას მისთვის სასურველ ფორმატში აწვდის, რის შედეგადაც მარტივდება ბიზნეს პროცესები.
ქსელში ჩართვა ნებაყოფლობითია.
 
ჩვენი ასოციაციის მიერ 2014 წელს ჩატარდა სემინარები ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) შესახებ. მოხდა ამ სისტემის განახლება და იგეგმება მისი გაცნობა სატრანსპორტო-საექპედიტორო კომპანიების თანამშრომლებისათვის.
 
ამასთან დაგავშირებით გაცნობებთ,რომ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია (სეა) ა.წ. 12  ოქტომბრიდან იწყებს სემინარების ჩატარებას აღნიშნულ საკითხზე. სემინარები  ჩატარდება
 
ქ.თბილისში:
- 12 ოქტომბერს
- 20 ოქტომბერს
- 28 ოქტომბერს
- 4 ნოემბერს
- 8 ნოემბერს
-15 ნოემბერს
-18 ნოემბერს
- 22 ნოემბერს
- 2 დეკემბერს
-16 დეკემბერს 
- 2017 წლის 17 თებერვალს
 
ქ.ფოთში:
- 22-23 ოქტომბერს
- 12-13 ნოემბერს
 
ქ.ბათუმში:
25-26 ნოემბერს
 
სემინარები ერთ დღიანია და დასწრება უფასოა.
 
ქ.თბილისში სემინარები ჩატარდება სეა-ს ოფისში (მის.ც.დადიანის პრ.7, ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა", მე-3 სართული, ოთახი 301ა) 18.30 საათიდან.
 
ქ.ფოთში და ქ. ბათუმში სემინარების ჩატარების ადგილისა და დროის  შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ მოგვიანებით.
 
დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სეა-ს ოფისში (ტელ: 2 94 08 27; 599930917).
 
 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"