ინფორმაცია :: საქართველოს კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-8 მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას..

2. 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი.

3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს. საგადასახადო კონტროლს ასევე ახორციელებს სხვა პირი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე..

 3. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

6. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საქართველოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვი მიკუთვნებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეები შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმა. საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევასა და საგადასახადო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;“.

5. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ) ამ კოდექსის 292-ე მუხლით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე ამ კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი.“.

6. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების, თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის  სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების, თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება).“.

7. 269-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება:

ა) საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე;

ბ) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად.“.

8. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 289-ე მუხლის მე-5 ნაწილია და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სწავლება..

9. 271-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში.;

 ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან  გათავისუფლების  შესახებ.“;

დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ამ კოდექსის 270-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობის სწავლებისთვის თავის არიდების ფაქტის დადგენიდან 30 დღის ვადაში ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.;

ე) მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

10. 281-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.;

გ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნს.

11. 292-ე და 293-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 292. საგადასახადო შეთანხმების არსი

1. გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების სახეებზე მითითებით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.

    მუხლი 293. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:

ა)  უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს. საქართველოს ფინასთა მინისტრი ამ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი იქნება შემოსავლების სამსახურის უფროსი, საქართველოს                    პრემიერ-მინისტრის ბრძანების გარეშე.

 4. შემოსავლების სამსახური საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხდის საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრულ თანხას.

 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმები პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი გადასახადების ან/და სანქციების შემცირება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 6. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს                   პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმებ, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის საგადასახადო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით.

7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადები.

8. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4მე-7 ნაწილების დებულებები ვრცელდება ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

9. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.

10. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების  გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ  საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 

11. საგადასახადო დავალიანება ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად, თუ მასზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 12. საგადასახადო ვალდებულებების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

13. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადის (გადასახადების) სახეებზე დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

14. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება   გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

15. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციად.

16. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

12. 299-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით  დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი.

№4705I

 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"