საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია :.
 

სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში თუ მოიძიებთ სიტყვას - ნავტე - იგი განმარტებულია, როგორც „მენავეთ გამრიგებელი“, რაც თავისი შინაარსით დღევანდელ საექსპედიტორო კომპანიების საქმიანობას შეიძლება შევადაროთ. სწორედ ამიტომაც ჩვენი ასოციაციის დაარსებისას (1997 წლის 26 ივნისი) მის ელექტრონულ მისამართად - navte@access.sanet.ge - ეს სახელწოდება იქნა არჩეული. ასე, რომ დღევანდელი ეკონომიკის ერთ–ერთი ძირითადი დარგის, ტრანსპორტის მამოძრავებელი საექსპედიტორო საქმიანობის პირველი ნიშნები საქართველოში ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში არსებობდა.

 

 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"