Information

Home | Documentation
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №4257
2013 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-9 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვება ეძლევა პირს (საქონლის გადამზიდველს), რომელიც ახორციელებს საქონლის მიმღების წარმომადგენლობას და აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პირობებს.“;

 ა.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სისტემაში დაშვებული პირის მიერ გაფორმების პროცედურების განხორციელებისას დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების არსებითი ან/და ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთჯერადი დარღვევა;“;

ბ) დანართი №I–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №I–03

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –

შემოსავლების სამსახურს

განმცხადებელი: (შემოხაზეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს წარმოადგენთ)

საწარმოს ხელმძღვანელი (დირექტორი)/მისი წარმომადგენელი

მეწარმე ფიზიკური პირი/მისი წარმომადგენელი

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი და გვარი),

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის მისამართი, საიდენტიფიკაციო №

–––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის ტელეფონი/ფაქსი

განცხადება

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების შესახებ

გთხოვთ, უზრუნველყოთ სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვება:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 განმცხადებლის ხელმოწერა: -------------------------------

 თარიღი:-----------------------------

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)“;

გ) 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და კონტეინერის ნიშანდებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ახორციელებს საქონლის გადამზიდველი, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.“;

დ) 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს თავი VIII1 შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII1. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით იმპორტში დეკლარირებული საქონლის შეფუთვა, მარკირება, გაფორმების ორგანოში წარდგენა, გაფორმების დასრულების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა

მუხლი 541. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით იმპორტში დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე განსახორციელებელი პროცედურები

1. საქონლის გადამზიდველი იმპორტიორისგან ექსპორტის ქვეყანაში იბარებს საქონელს და საქონლის შესყიდვის დოკუმენტს.

2. თუ საქონელი შეფუთული არ არის, გადამზიდველი ახორციელებს საქონლის შეფუთვას.

3. თითოეული ფუთა იწონება და ეკვრება შტრიხ-კოდი (შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყოფილი შტრიხ-კოდისათვის უნიკალური იდენტიფიკატორის გათვალისწინებით).

4. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საქონლის გადამზიდველი თითოეული იმპორტიორის მიხედვით ახდენს საქონლის წინასწარ დეკლარირებას და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაფორმების ორგანოში წარდგენას ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რაც მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ა) ინფორმაციის შეყვანას სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში;

ბ) თანმხლები დოკუმენტების დასკანერებას სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში (დოკუმენტები ელექტრონულად ისე უნდა იყოს შენახული, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნისთანავე ხდებოდეს მათი გადაგზავნა ამ ინსტრუქციის დანართი NVIII1-04-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);

გ) შევსებული დეკლარაციის გადაგზავნა გაფორმების ორგანოში, ამ ინსტრუქციის დანართი NVIII1-01-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

5. სწორად შევსებულ დეკლარაციას გაფორმების ორგანოში ენიჭება C ნომერი (რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია რეგისტრირებულია).

მუხლი 542. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით იმპორტში დეკლარირებული საქონლის გადამაადგილებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან/და კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნის და საქონლის გაშვებისათვის განსახორციელებელი პროცედურები

1. საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და კონტეინერის შეტანის შემდეგ გაფორმების ორგანოს ეგზავნება მოთხოვნა არსებული იდენტიფიკაციის საშუალების (საბაჟო ლუქის) მოხსნაზე ნებართვის მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის გაგზავნა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დანართი NVIII1-02-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ელექტრონული სისტემა ახდენს ინფორმაციის დამუშავებას შესაბამისი რისკის პროფილების გამოყენებით და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და კონტეინერის მიმართ შერჩეული დერეფნის შესაბამისად აბრუნებს პასუხს: „ლუქის ახსნა ნებადართულია“ ან „ლუქის ახსნა არ არის ნებადართული“.

4. ლუქის ახსნაზე ნებართვის შემთხვევაში ხორციელდება გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის კონტროლიდან მოხსნა სრული დახურვის მეშვეობით, ხოლო გადამზიდველს აქვს ლუქის მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლება.

5. ლუქის ახსნაზე უარის შემთხვევაში გადამზიდველი ელოდება გაფორმების ორგანოს წარმომადგენელს და მხოლოდ მისი თანდასწრებით ახდენს ლუქების მოხსნას.

6. გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სისტემაში დარეგისტრირებული დეკლარაციების შედარებას ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან/და კონტეინერში არსებულ სასაქონლო პარტიებთან, საქონლის შეფუთვაზე არსებული შტრიხ-კოდების გამოყენებით.

7. გადამზიდველის მიერ გაფორმების ორგანოს ეგზავნება მოთხოვნა (დანართი NVIII1-03-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) კონკრეტული დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულების თაობაზე.

8. გადამზიდველის მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონული სისტემა ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას შესაბამისი რისკის პროფილების გამოყენებით და დეკლარაციის მიმართ შერჩეული დერეფნის შესაბამისად:

ა) ახდენს დეკლარაციისათვის შეფასების A ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საქონლის გაშვებას „მწვანე დერეფანში“, დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) აბრუნებს შეტყობინებას, რომ დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რაც ნიშნავს საქონლის გაფორმებას დეკლარაციის და ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტების (საჭიროების შემთხვევაში – დეკლარანტთან ან მის წარმომადგენელთან არსებული ეგზემპლარების) კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით. საქონლის გაფორმება სრულდება დეკლარაციისათვის შეფასების A ნომრის მინიჭებით ან გაფორმების ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელებით.

9. საქონლის გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საქონლისა და დასრულებული (A-ნომრიანი, შტრიხ-კოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაციის დროული ჩაბარება იმპორტიორისათვის;

ბ) იმპორტიორის დამატებითი ინფორმირება იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ვადების თაობაზე;

გ) დასრულებული (A-ნომრიანი, შტრიხ-კოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაციის მე-2 ეგზემპლარის გადაცემა გაფორმების ორგანოსათვის, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა;

დ) უზრუნველყოს გაფორმების ორგანოს დაშვება მის კომპიუტერულ პროგრამასთან, რაც ითვალისწინებს კონკრეტული მომხმარებლისა და პაროლის არსებობას და ნებისმიერი დეკლარაციის (ასევე თანდართული დოკუმენტაციის) დათვალიერებისა და დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.

დანართი NVIII1 –01

შევსებული სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაფორმების ორგანოში გადაგზავნის პირობები

სერვისის მისამართი - http://vpnsrv1.rs.ge/taxservice/custompostservice.asmx?WSDL

vpnsrv1.rs.ge - 37.46.105.19

●  Get–CNum

გადაეცემა: მომხმარებელი, პაროლი და Declaration ობიექტი

აბრუნებს: Get–CNumResponse ობიექტს

ველების აღწერა:

Declaration ობიექტის ველებია:

ReferenceNumber - საცნობარო ნომერი

Status - სტატუსი (0 პირველადი, 1 რედაქტირებული, 2 გაუქმებული)

CommOper - სასაქონლო ოპერაცია

Country - გამომგზავნი ქვეყნის კოდი

AutoNumber - ავტომანქანის ნომერი

ManifestNumber - მანიფესტის ნომერი

DriverName - მძღოლის სახელი და გვარი

ReceiverCode - საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი

ReceiverName - საქონლის მიმღების დასახელება

AttachedDocs - თანხმლები დოკუმენტები

ItemQuantity - სულ საქონლის რაოდნეობა დეკლარაციაში

ItemWeight - სულ საქონლის წონა

ParcelType - საფოსტო გზავნილი (0 ტვირთი, 1 საფოსტო გზავნილი)

BarcodeList - შტრიხ-კოდების ჩამონათვალი

            Barcode - შტრიხ-კოდი

            AutoNumber - ავტომანქანის ნომერი

            ManifestNumber - მანიფესტის ნომერი

ItemList - საქონლის ჩამონათვალი

            ID - საქონლის ჩანაწერის უნიკალური ნომერი (გადამზიდავის/ფოსტის მინიჭებული)

            OrderID - საქონლის რიგითი ნომერი

            Name - საქონლის დასახელება

            Code - საქონლის სეს ესნ კოდი

            Weight - საქონლის წონა

            Quantity - საქონლის რაოდენობა დამატებით ერთეულებში

            CodeAcc - საქონლის დამატებითი ერთეულის კოდი

            Cost - საქონლის ღირებულება

            CurrencyCode - საქონლის ღირებულების ვალუტის კოდი

            TransCost - ტრანსპორტირების ხარჯი

            TransCurrCode - ტრანსპორტირების ხარჯის ვალუტის კოდი

            OtherCost - სხვა ხარჯი

            OtherCurrCode - სხვა ხარჯის ვალუტის კოდი

            ReductionCost - შემცირება

            ReductionCurrCode - შესამცირებელი თანხის ვალუტის კოდი

            Hl - ალკოჰოლის შემცველობა (თუ იმპორტირდება ისეთი სახის ალკოჰოლი, რომლის გადასახადების გამოთვლასაც ალკოჰოლის შემცველობის დადგენა სჭირდება)

            ItemDutyPost - საქონლის იმპორტის გადასახადი

            ItemExcisePost - საქონლის აქციზის გადასახადი

            ItemVatPost - საქონლის დღგ

ResponseDetails ობიექტის ველებია:

CNum - C ნომერი

CNumDate - С ნომრის თარიღი

GezPrice - შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური

CNumDetailsList - გადასახადების დეტალების ჩამონათვალი

            ItemID - საქონლის რიგითი ნომერი

            AdjustmentCoefficient - კორექტირების კოეფიციენტი

            ItemStatValue - საქონლის საბაჟო ღირებულება

            ItemDuty - იმპორტის გადასახადი

            ItemExcise - აქციზი

            ItemVat - დღგ

            ItemDutyTreasuryCode - სახაზინო კოდი იმპორტის გადასახადზე

            ItemExciseTreasuryCode - სახაზინო კოდი აქციზზე

            ItemVatTreasuryCode - სახაზინო კოდი დღგ-ზე

სერვისის მიერ დასაბრუნებელი ობიექტის ზოგადი სქემა:

 

წარმატებული გამოძახების შემთხვევაში ResponseStatus იქნება True და შევსებული იქნება სტატუსის დეტალები, ხოლო წარუმატებელი გამოძახების შემთხვევაში ResponseStatus იქნება False და შევსებული იქნება შეცდომის დეტალები.

შეცდომის კოდები (კოდი, აღწერა, მეთოდი):

 

   -1: "მომხმარებელი ან პაროლი არ არის სწორი"; (ALL)

   0: "სხვა"; (ALL)

   1: "ქვეყნის კოდი არ არის სწორი"; (Get–Cnum)

   2: "ვალუტის კოდი არ არის სწორი"; (Get–Cnum)

   3: "საქონლის საერთო რაოდენობა და საქონლის ჩამონათვალის რაოდენობა არ ემთხვევა"; (Get–Cnum)

   4: "საქონლის საერთო წონა და საქონლის ჩამონათვალის ჯამური წონა არ ემთხვევა"; (Get–Cnum)

   5: "საქონლის ღირებულება არ არის მითითებული"; (Get–Cnum)

   6: "ასეთი საცნობარო ნომრით და ამ სტატუსით უკვე არის ინფორმაცია"; (Get–Cnum)

   7: "ეს დეკლარაცია უკვე გაუქმებულია"; (Get–Cnum)

   8: "გამოტოვებულია საქონელი"; (Get–Cnum)

   9: "საქონლის კოდი არ არის სწორი"; (Get–Cnum)

   10: "საქონლის წონა არ არის მითითებული"; (Get–Cnum)

   11: "ეს ავტომანქანა და მანიფესტი უკვე დახურულია"; (Get–Cnum)

   19: "შტრიხ-კოდი არ არის უნიკალური"; (Get–Cnum).

 

 

დანართი NVIII1 –02

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან/და კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალების (საბაჟო ლუქის) მოხსნაზე ნებართვის მისაღებად მოთხოვნის გაგზავნის პირობები

სერვისის მისამართი - http://vpnsrv1.rs.ge/taxservice/custompostservice.asmx?WSDL

vpnsrv1.rs.ge - 37.46.105.19

●  Get–OpenAccess

გადაეცემა: მომხმარებელი, პაროლი, ავტომანქანის ნომერი და მანიფესტის ნომერი    

აბრუნებს: Get–OpenAccessRespons ობიექტს

შეცდომის კოდები (კოდი, აღწერა, მეთოდი):

 

   -1: "მომხმარებელი ან პაროლი არ არის სწორი"; (ALL)

   0: "სხვა"; (ALL)

   11: "ეს ავტომანქანა და მანიფესტი უკვე დახურულია"; (Get–Cnum, Get–OpenAccess)

   12: "ასეთი ავტომანქანა და მანიფესტი არ მოიძებნა"; (Get–OpenAccess)

   13: "ამ ავტომანქანის გახსნა არ შეიძლება"; (Get–OpenAccess)

 

 

ველების აღწერა:

Declaration ობიექტის ველებია:

ReferenceNumber - საცნობარო ნომერი.

 

დანართი NVIII1 –03

 

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულების თაობაზე მოთხოვნის გაგზავნის პირობები

 

სერვისის მისამართი - http://vpnsrv1.rs.ge/taxservice/custompostservice.asmx?WSDL

vpnsrv1.rs.ge - 37.46.105.19

● Get–ANum

გადაეცემა: მომხმარებელი, პაროლი, C ნომერი და თანხა

აბრუნებს: Get–ANumResponse ობიექტს

შეცდომის კოდები (კოდი, აღწერა, მეთოდი):

 

   -1: "მომხმარებელი ან პაროლი არ არის სწორი"; (ALL)

   0: "სხვა"; (ALL)

   14: "ასეთი C ნომერი არ არსებობს"; (Get–ANum)

   15: "ამ C ნომერს უკვე აქვს A ნომერი"; (Get–ANum)

   16: "ამ C ნომრისთვის A ნომრის მინიჭება არ შეიძლება"; (Get–ANum)

   17: "გადასახადების ჯამი არ არის სწორი"; (Get–ANum)

   18: "საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი არ არის სწორი"; (Get–Cnum)

   19: "შტრიხ-კოდი არ არის უნიკალური"; (Get–Cnum)

 

 

 

 

 

 

დანართი NVIII1 –04

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის თანმხლები, დასკანერებული დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნის პირობები

სერვისის მისამართი - http://xxx.xxx.xxx.xxx/RsSendPdf.asmx?WSDL

სადაც xxx.xxx.xxx.xxx არის გადამზიდავის ინტერნეტმისამართი

გადაეცემა: მომხმარებელი, პაროლი, C ნომერი

აბრუნებს: ობიექტს, რომელშიც ეწერება PDF დოკუმენტი “.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 13 თებერვლიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი:   ლაშა ხუციშვილი