ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და სხვა იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; |
ასოციაციის წევრებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა ანტიმონოპოლიური საქმიანობის თვალსაზრისით; |
სატრანსპორტო–საექსპედიტორო მომსახურების ხარისხის ამაღლება, გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდა, დარგის განვითარებისათვის ზრუნვა; |
ექსპედიტორთა ეროვნულ ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIATA), საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC),მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა (WCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; |
ასოციაციის ნამდვილ წევრების FIATA–ში გაწევრიანება; |
სატრანსპორტო–საექსპედიტორო საქმიანობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში აქტიური მონაწილეობა, მის საერთაშორისო ნორმებთან და კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; |
FIATA–ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტული დოკუმენტაციის საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა; |
ასოციაციის წევრებსა და საზღვარგარეთელ პარტნიორებს შორის ურთიერთკავშირების დამყარებაში ხელშეწყობა შემდგომი მათი ინტეგრაციის მიზნით; |
სატრანსპორტო–საექსპედიტორო ინდუსტრიის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაცია საზოგადოებრივ ურთიერთობათა მეშვეობით; |
დარგის სპეციალური პუბლიკაციებისა და ლიტერატურის გამოცემა; |
სატრანსპორტო–საექსპედიტორო სფეროში დაკავებულ ორგანიზაციათა (საწარმოთა) ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზაცია. |