ინფორმაცია

მთავარი | დოკუმენტაცია
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | ფინანსთა მინისტრის 26.07.12. №290 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

ვებგვერდი, 10/06/2013
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016545

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №188
2013 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ან „ლაგოდეხის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის/მგზავრთა საერთაშორისო გადაზიდვას/გადაყვანას, ან

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − 50 ლიტრს, ან

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

გ.ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ბ) შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად;

გ.გ) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა;

გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი;

გ.ე) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება ხორციელდება სინჯის აღებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ხარისხის შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში უფლებამოსილი /აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევებისა.“.

4. 59-ე მუხლ ი ს მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრი: ნოდარ ხადური