ინფორმაცია

მთავარი | დოკუმენტაცია
2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №103
2012 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებ ის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016287 ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებით „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“ განსაზღვრული წესით შევსებული და წარდგენილი ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

2. 2012 წლის 1 იანვრამდე განხორციელებულ ოპერაციებზე , რომლებზეც არ არის შევსებული და წარდგენილი შესაბამისი ფორმები, საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №1-ს ( საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვი ს წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ ) 2013 წლის 1 აპრილამდე .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე